“რუსთავი 2“- დან  ნიკა გვარამიას კანონიერი გზებით ვერც ქიბარ ხილვაში და ვერც ხელისუფლება ვერ გაუშვებს - ნიკა გვარამია
“რუსთავი 2“- დან  ნიკა გვარამიას კანონიერი გზებით ვერც ქიბარ ხილვაში და ვერც ხელისუფლება ვერ გაუშვებს - ნიკა გვარამია

A+ A-

14:02 18/07/2019

 ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას განცხადებით იგი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. როგორც გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მაშინ როდესაც ტელეკომპანიის დირექტორად დაინიშნა, გააფორმა იმგვარი ხელშეკრულება, სადაც საუბარია მის სოლიდურ ფინანსურ გარანტიებზე.

გვარამიას თქმით, ხელშეკრულების საფუძველზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. მისივე განმარტებით ხელშეკრულება არის იმგვარად შედგენილი, რომ მისი მოხსნის გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ახალ მფლობელებზე არ იქნება დამოკიდებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამ გარანტიებს შეასრულებენ. საგანგებო ბრიფინგზე გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა,  მან თანამდებობა იმ შემთხვევაში დატოვოს ,თუკი “რუსთავი 2“- ის ჟურნალისტები და ტელეკომპანიაში დასაქმებულები ჩათვლიან ,რომ იგი მის საქმიანობას ვერ ასრულებს და უნდა წავიდეს.