ნუ დავიწყებთ ევროპული ინსტიტუტების გინებას - ზურაბ ჭიაბერაშვილი
ნუ დავიწყებთ ევროპული ინსტიტუტების გინებას - ზურაბ ჭიაბერაშვილი

A+ A-

14:16 18/07/2019

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი “რუსთავი -2“ ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

“არ დავემსგავსოთ ქოცებს: ნუ დავიწყებთ ევროპის და ევროპული ინსტიტუტების გინებას. გავითვალისწინოთ: ივანიშვილის მომხრეები ისედაც რუსეთისკენ არიან. თუ ახლა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებსაც ევროპაზე გულს ავაცრუებინებთ, პუტინს და ივანიშვილს სწორედ ეს უნდა. ემოციამ არ გადაგვძალოს. ივანიშვილს ვაჯობებთ, აუცილებლად, ჭკუით”, - განაცახდა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული სასამართლოების მხრიდან მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.