აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციათა სია გააფართოვა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციათა სია გააფართოვა

A+ A-

10:46 19/07/2019

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციათა სია გააფართოვა. აშშ-ს ე.წ. შავ სიაში ხუთი ფიზიკური პირი და შვიდი ორგანიზაცია მოხვდა, რომელიც ირანთან და ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმებასთან არის დაკავშირებული. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შვიდი კომპანიიდან ოთხი ჩინური, ერთი კი ბელგიურია.

სასანქციო სიაში შეყვანილი ფიზიკური და იურიდიული პირები დაკავშირებული არიან ირანის ცენტრიფუგული ტექნოლოგიების კომპანიასთან, რომელიც ურანის გამდიდრების ბირთვულ პროგრამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.