დღევანდელი მთავრობის მთავარ მიღწევად ჯანდაცვის სისტემა სახელდება - IRI
დღევანდელი მთავრობის მთავარ მიღწევად ჯანდაცვის სისტემა სახელდება - IRI

A+ A-

11:27 19/07/2019

საქართველოს დღევანდელი მთავრობის მთავარ მიღწევად კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოქალაქეები ჯანდაცვის სისტემას ასახელებენ. ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები.

კითხვაზე – „რა არის დღევანდელი მთავრობის მთავარი მიღწევა“, გამოკითხულთა 15 პროცენტი ჯანდაცვას ასახელებს, 4 პროცენტი – ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას, 4 პროცენტი – სიტყვის თავისუფლებას, 3 პროცენტი – ინფრასტრუქტურას, 2 პროცენტი – გზებს, 2 პროცენტი – განათლებას, 2 პროცენტი – დემოკრატიას, 2 პროცენტი – სტაბილურობას, 1 პროცენტი – ადამიანის უფლებების დაცვა, 1 პროცენტი – პენსიების ზრდა, 1 პროცენტი – სესხების განულება, 2 პროცენტი – სხვა. ამასთან, გამოკითხულთა 35 პროცენტი არც ერთ მიღწევას არ ასახელებს,  26 პროცენტი – არ ვიცი/უარი პასუხზე.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.