არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი 2“-ში - გუგავა
არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი 2“-ში - გუგავა

A+ A-

12:46 19/07/2019

“ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი „რუსთავი 2“-ში გაცვალა.

ამის შესახებ გიორგი გუგავამ სოციალურ ქსელში დაწერა. „არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი 2“-ში“, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გუგავა.

 „2020 NEWS” გიორგი გუგავას დაუკავშირდა იმის დასადგენად, თუ რაზე დაყრდნობით საუბრობს ამ საკითხზე.

როგორც მან სააგენტოს განუცხადა, სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდა, ერთ-ერთი მოსამართლე იყო აზერბაიჯანიდან. არსებობს ვარაუდი, რომ მოხდა გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსთავი 2“ დავით გარეჯში გადაეცვალათ. ამასთან, გიორგი გუგავა ამბობს, რომ ამ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს და ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

„დავაზუსტებთ გარემოებებს, კიდევ რაღაცებს ვიკვლევთ. უფრო მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს“, - აცხადებს სააგენტოსთან გიორგი გუგავა.