საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

A+ A-

16:20 19/07/2019

საბერძნეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაცით, მიწისძვრის ეპიცენტრი ათენიდან 22 კილომეტრის დაშორებით, 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე სახლში მინები ჩაამსხვრია. ქალაქის დიდი ნაწილში გათიშულია ელექტროენერგია. ინფორმაცია დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.