საქართველოს საელჩო ათენში მიწისძვრასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო ათენში მიწისძვრასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

A+ A-

16:54 19/07/2019

ათენში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

ამ დროისთვის მონაცემებით, საქართველოს არც ერთ მოქალაქესთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე შეტყობინება შესული არ არის.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდა 5,3 იყო. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.