20-21 ივნისის აქციის მონაწილეებს - სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს პატიმრობა შეეფარდათ
20-21 ივნისის აქციის მონაწილეებს - სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს პატიმრობა შეეფარდათ

A+ A-

17:30 19/07/2019

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ აქციის მონაწილეებს, სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ვინაიდან პროკურორის განმარტებით, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მათი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

დაცვის მხარე კი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.