იბრძოლეთ ბოლომდე, თქვენ არ ხართ მარტო, „რუსთავი2“-ის დაცვა ნაციონალური საკითხია - ანი მიროტაძე (ვიდეო)
იბრძოლეთ ბოლომდე, თქვენ არ ხართ მარტო, „რუსთავი2“-ის დაცვა ნაციონალური საკითხია - ანი მიროტაძე (ვიდეო)

A+ A-

17:52 19/07/2019

ძალიან მალე მიხვდება ყველა, რომ "რუსთავი 2"-ის სახით რაღაც დააკლდათ - ჟურნალისტი, "შენების მოძრაობის“ წევრი ანი მიროტაძე მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს, რომ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველამ უნდა დაიცვას დამოუკიდებელი მედია.

მისი თქმით, ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის არსებობა, "ნაციონალური მნიშვნელობის" საკითხია. 

ანი მიროტაძე ქიბარ ხალვაშს მიმართავს და კითხვას უსვამს, მზად არის თუ არა გადაიხადოს დიდი ფასი იმ მოქმედებების გამო, რომელსაც "რუსთავი 2"-თან მიმართებაში ხელისუფლება გეგმავს.

„რუსთავი 2"-ს დიდი აუდიტორია აქვს, ყველას გვჭირდება ერთი რამ, რომ ეს არხი არ დაიხუროს. ეს ნაციონალური საკითხია, რომ ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი მედია. ხელისუფლებას უნდა ჩვენი დუმილი და სიჩუმე, იმიტომ რომ მან უკეთ აკეთოს ისეთი რაღაცეები, რაც აწყობს.

"განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ყველას გვაქვს ერთი მოცემულობა, ყველას უნდა გავუფრთხილდეთ დამოუკიდებელ მედიას. თქვენ იყავით, ბატონო ქიბარ აქ. თქვენ იცით როგორ განვითარდა პროცესები, გახსოვთ რომ ცეცხლი ეკიდა თქვენს ქონებას, საბოლოო ჯამში მერე ხალხმა გაიმარჯვა. იგივე ამბავი იქნება ახლა, როცა საზოგადოება მიხვდება, რომ მისი ინტერესი არ არის თანხვედრაში ხელისუფლების ინტერესთან, რაც სახეზეა ახლა.

ის აუცილებლად გამონახავს ძალას ეს შეწყვიტოს, ეს შეჩერება მერე ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ქიბარ ხალვაში კარგად უნდა დაფიქრდეს, უნდა თუ არა ძალიან მძიმე შედეგი, რომელიც გარდაუვლად დადგება, საზოგადოება ხვალ მიხვდება, რომ  რაღაც დააკლდა. იმდენად ბევრი, რომ ბევრად მეტია პოლიტიკურ გემოვნებაზე. მტრის ხატს ნუ შექმნიან "რუსთავი 2"-სგან, საიდანაც განსხვავებული აზრი არ მოსწონთ" - ანი მიროტაძე. 

იბრძოლეთ ბოლომდე, თქვენ არ ხართ მარტო, "რუსთავი2"-ის დაცვა ნაციონალური საკითხია და რაც დრო გავა, უფო მეტი გულშემატკივარი და მხარდამჭერი გეყოლებათ.“