ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს პატიმრობა შეეფარდა
ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს პატიმრობა შეეფარდა

A+ A-

18:12 19/07/2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს კობა კოშაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე კოშაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ვინაიდან პოკურორის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა კოშაძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებისა და პირადი თავდებობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განმარტებით, კობა კოშაძეს თავდებში უდგებიან კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაღაშვილი.