„რუსთავი 2“-ის საქმე აპოლიტიკურად უნდა გადაწყდეს - აშშ-ის საელჩო
„რუსთავი 2“-ის საქმე აპოლიტიკურად უნდა გადაწყდეს - აშშ-ის საელჩო

A+ A-

18:51 19/07/2019

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. აღნიშნული განცხადება საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედიაგარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა.

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედიაგარემოს შენარჩუნების საქმეში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.