ბებიათქვენმა დამიტოვა - ირაკლი ოქრუაშვილი ნაშოვნი მილიონების შესახებ
ბებიათქვენმა დამიტოვა - ირაკლი ოქრუაშვილი ნაშოვნი მილიონების შესახებ

A+ A-

10:57 20/07/2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა პაატა სალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილმა უნდა დაასაბუთოს, თუ საიდან იშოვა მან მინისტრობის დროს მილიონები.

„პასუხს გავცემ, როცა გახდება პროკურორი, ან საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი. თავის კლიენტს უთხრას მივიდეს სამხარაულის ბიუროში და დატოვოს ხელმოწერის ნიმუშები, რომ ექსპერტიზა დასრულდეს“, - განაცხადა ირაკლი  ოქრუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე,საზოგადოებიას უთხრას, თუ საიდან ჰქონდა მას ის თანხა, რომელიც ქიბარ ხალვაშს ასესხა, ოქრუაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „ბებიათქვენმა დამიტოვა“.

ოქრუაშვილი, ასევე, გამოეხმაურა საკუთარი დაცვის წევრის, კობა კოშაძის დაკავების ფაქტს და აღნიშნა, რომ მას იარაღი იმიტომ ჩაუდეს, რომ მასზე ზეგავლენა მოეხდინათ.

კითხვაზე, ხომ არ ელოდება, რომ მასაც დააკავებენ, აცხადებს, რომ „მათ თავში რა მოიხარშება“ არ იცის.

რაც შეეხება იმ ფაქტს, აპირებს თუ არა, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე მისვლას, ის აცხადებს, რომ ჯერ არავის დაუბარებია ის.

„ჯერ არავის არ დაუძახია და რატომ უნდა მივიდე“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.