“რუსთავი 2“ -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს
“რუსთავი 2“ -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს

A+ A-

12:44 20/07/2019

“რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მიმართავს.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დაკითხოს.

როგორც დავით დვალი აცხადებს, ოქრუაშვილი ამბობს, რომ მან, სახელმწიფო მოხელემ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ხელში ჩაიგდო ტელევიზია.

„მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა “რუსთავი 2“, - მიმართავს დავით დვალი პროკურატურას. ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, “რუსთავი 2“ მას ეკუთვნოდა და მომავალშიც მისი იქნება.