სააკაშვილი მხარდამჭერებს სთხოვს, ვადამდელ არჩევნებში ხმა ზელენსკის პარტიას მისცენ (ვიდეო)
სააკაშვილი მხარდამჭერებს სთხოვს, ვადამდელ არჩევნებში ხმა ზელენსკის პარტიას მისცენ (ვიდეო)

A+ A-

13:07 20/07/2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლებს სთხოვს, მისი პარტიის, „ახალი ძალების მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ხმა მისცენ,  რაც შეეხება პარტიას, მხარი დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის „ხალხის მსახურს“. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაკეთებულ მიმართვაში აცხადებს.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ზელენსკის უნდა მიეცეს შანსი, პარლამენტში უმრავლესობის ფორმირება მოახდინოს და თითოეული პროცენტი მნიშვნელოვანია.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება.