დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ალაპარაკდება (ვიდეო)
დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ალაპარაკდება (ვიდეო)

A+ A-

14:17 20/07/2019

"რუსთავი 2"-ის სკანდალურ საქმეს "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ალაპარაკება თვდაყირა დააყენებს.

2004 წლის პერიპეტიების, "რუსთავი 2-ის"გაყიდვის და მაშინდელი კულუარების შესახებ ყოფილი თავდაც მინისტრი "შაბათის კურიერში" ისაუბრებს.

ცნობისათვის, ირაკლი ოქროაშვილმა 19 ივლისს სასამართლოში სარჩელი შეიტაანა სადაც იგი ითხოვს, რომ "რუსთავი 2" დაუბრუნდეს მას, ვინაიდან არხის კანონიერი მფლობელი სწორედ ის არის.

შეგახსენეთ, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში რომელიც საქართველოს სასამართლოებისა და სტრაზბურგის  სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2-"ის მფლობელია იმ პერიოდში როდესაც ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ირაკლი ოქრუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი და მასთან დაახლოებუილი ბიზნესმენი იყო.

ოქრუაშვილის მიხეილ სააკაშვილის მთავრობიდან სკანდალურად წამოსვლის და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ხალვაში იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა, იგი როგორც პოლიტიკური დევნილი გერმანიამ შეიფარა და ახლა  ქალაქ მიუნხენში ცხოვრობს.