ორსულმა მოსწავლემ, ბავშვის მოსაკლავად, მუცელში დანა 7-ჯერ ჩაირტყა
ორსულმა მოსწავლემ, ბავშვის მოსაკლავად, მუცელში დანა 7-ჯერ ჩაირტყა

A+ A-

15:49 20/07/2019

რუსეთში, ომსკის რაიონში მაცხოვრებელმა 17 წლის გოგონამ მუცელში დანით მრავლობითი ჭრილობა მიიყენა. მას 7 ჭრილობა ჰქონდა.

საავადმყოფოში მიყვანისას, გოგონამ ექიმებს განუცხადა, რომ დანაზე დაეცა, თუმცა ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებდა.

გოგონას, რომელიც დაახლოებით 26 კვირის ორსული იყო, თვითდაზიანება ჰქონდა მიყენებული მუცელში - სკოლის მოსწავლემ განზრახ დაიზიანა მუცელი რათა ორსულობა შეეწყვიტა.

თუმცა ექიმებმა როგორც გოგონას, ასევე ნაყოფის გადარჩენაც შეძლეს. როგორც გაირკვა მისი ორსულობის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ.