ირაკლი ოქრუაშვილი გახლავთ ქურდი, მოძალადე, მატყუარა, ვერ აზროვნებს - ლევან ლორთქიფანიძე
ირაკლი ოქრუაშვილი გახლავთ ქურდი, მოძალადე, მატყუარა, ვერ აზროვნებს - ლევან ლორთქიფანიძე

A+ A-

17:39 20/07/2019

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტი, სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

“ღმერთო, რა დებილი და კალოშია ეს კაცი! ძალოვანი უწყების მინისტრი იყო, ერთ წელიწადში მისი ხელფასი მილიონის მეოთხედიც არ ყოფილა და რამდენიმე მილიონის ღირებულების ტელევიზია მისი მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ დაითრია. თან თავის საქმეს პარტნიორ ბიზნესმენს აკეთებინებდა. აღნიშნული განცხადებებიდან გამომდინარე სამი დასკვნის გამოტანა შეიძლება:

1. ირაკლი ოქრუაშვილს ჰქონდა არალეგალური შემოსავალი და თანამდებობის საშუალებით ფულს ხაპავდა სხვადასხვა წყაროდან.

2. ირაკლი ოქრუაშვილი თანამდებობას, მის დაქვემდებარებაში მყოფ ძალოვან უწყებებს იყენებდა სხვების დასაშინებლად, დასაშანტაჟებლად, თავისუფალი მედიის მფლობელებზე ძალადობისათვის.

3. სპეკულიანტობდა, ფაქტებს აყალბებდა, საკუთარ კვალს შლიდა, იტყუებოდა, რათა ტელევიზიის ჩამორთმევის საქმეში თავად არ გამოჩენილიყო; რათა პროცესი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ნაცვლად მომგებიან ბიზნეს გარიგებად წარმოეჩინა.

მაშასადამე, ირაკლი ოქრუაშვილი გარდა იმისა, რომ დებილია, ამასთანავე გახლავთ ქურდი, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამომყენებელი, მოძალადე, მატყუარა და ვერ აზროვნებს.

არც გვარამია, არც ხალვაში, არც ოქრუაშვილი ... რუსთავი 2 დვალსა და აქიმიძეს!“,- წერს ლევან ლორთქიფანიძე.