ბიძინა ივანიშვილმა ემოციურად გამანადგურა, პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ ვაპირებ - თინა ხიდაშელი (ვიდეო)
ბიძინა ივანიშვილმა ემოციურად გამანადგურა, პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ ვაპირებ - თინა ხიდაშელი (ვიდეო)

A+ A-

21:40 20/07/2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პოლიტიკაში დამბრუნებას აღარ აპირებს - ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "7vs1"-ში განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილმა ემოციურად გაანადგურა, რადგან მასზე გავრცელა არასწორი ინფორმაცია პირადი ცხოვრების კადრების არსებობის  შესახებ.

"2016 წლის არჩევნები, იყო პრინციპულად განსხვავებული არჩევნები, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვაღიარო, რომ ჩემთან მიმართებით მოახერხა და ემოციურად გამანადგურა.

როდესაც ზესტაფონში კენჭს ვიყრიდი ისეთი განცდა მქონდა, რომ ყველა ადამიანი მიყურებდა, ისე თითქოს ის ქალი ვიყავი მათ, რომ რაღაც "სექსის" ვიდეოს უყურეს ტელევიზიით და თითქოს  იმ ვიდეოში მართლაც მე ვმონაწილეობდი,რაც აფსურდია,  აი სწორედ ამ ქალის ხედავდნენ და მე  ამან ემოციურად უბრალოდ გამანადგურა და არ ვფიქრობ, მითუმეტეს ჯერ, რომ პოლიტიკაში დავბრუნდე"- განაცხადე თინა ხიდაშელმა.