ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქართველებისთვის წარმატებით დაიწყო
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქართველებისთვის წარმატებით დაიწყო

A+ A-

18:34 21/07/2019

ბაქოში დღეს, ევროპის რიგით მეთხუთმეტე ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა სტარტი აიღო. შეჯიბრების პირველ დღეს ასპარეზობაში ოთხი ქართველი მოჭიდავე ჩაერთო. ფინალურ ბლოკში, სამი ქართველი მოჭიდავე ასპარეზობდა.

ოქროს მედლისთვის 45 კგ. წონით კატეგორიაში ნიკოლოზ სანთელაძე ასპარეზობდა (თავისუფალი ჭიდაობა), თუმცა მან ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 55 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლს დასჯერდა რომეო ბერიძეც (ბ/რ ჭიდაობა). ბრინჯაოსთვის ჭიდაობდა ბეჟან ბარსონიძე (55 კგ. თავისუფალი ჭიდაობა), რომელიც დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. კიდევ ერთი ქართველი – დავით გვასალია (45 კგ. თავისუფალი ჭიდაობა) იტალიელ მეტოქესთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში არ უჭიდავია.