ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 2014 წელს მიცემული ჩვენება მის დღევანდელ განცხადებებს ეწინააღმდეგება
ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 2014 წელს მიცემული ჩვენება მის დღევანდელ განცხადებებს ეწინააღმდეგება

A+ A-

18:38 21/07/2019

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც დღეს ირწმუნება, რომ „რუსთავი 2“-ის წილები რეალურად მას ეკუთვნის, პროკურატურამ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 2014 წლის 1–ელ აპრილს დაკითხა. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკითხვის ოქმს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება მის დღევანდელ განცხადებებს.

გუშინ,  „შაბათის კურიერთან“ საუბრისას  ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ დავით დვალისთვის და ჯარჯი აქიმიძისთვის წილები არავის წაურთმევია. ოქრუაშვილი ამბობს, რომ დამფუძნებლებს მან 1 მილიონ 200 ათასი დოლარი გადაუხადა.

2014 წელს პროკურატურაში დაკითხვისას კი ოქრუაშვილი ადასტურებდა, რომ დვალს და აქიმიძეს წილები იძულებით ჩამოართვეს, ხოლო მათთვის ფულის გადაცემის ფაქტი საერთოდ ვერ გაიხსენა.

ოქრუაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ 2004 წლის აპრილში, ან მაისში მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დახურული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ თავად ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.

„შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიო კომპანიებს, პრეზიდენტის აზრით შესაძლოა რ2-ის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისათვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო, ამისთვის სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება დაგვეწყო მოლაპარაკებები დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ“, – ვკითხულობთ ოქრუაშვილის ჩვენებაში.

მისი განმარტებით ის უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარკებებს ეროსი კიწმარიშვილათან.

„დვლათან და აქიმიძესთან მე მქონდა დაძაბული ურთიერთობა და შესაბამისად მოლაპარაკება დაევალათ ადეიშვილს და მერაბიშვილს. პრეზიდენტის მითითებით მფლობელების დაყოლიების შემდეგ წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე. დასასრულს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო, რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ–ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა  მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

მათი განმარტებით საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერეხბის გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა.

აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს, რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიაობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა“.

კითვა: რა შეგიძლიათ თქვათ გაკოტრების საქმის შესახებ. ?

პასუხი: „როგორც აღვნიშნე, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებნენ  წილების გასხვისებაზე. ამისთვის ადეიშვილს და მერაბიშვილს სჭირდებოდათ გარკვეული მექანიზმები მათ დასაყოლიებლად. ჩემი ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გაკოტრების საქმე ერასტიმ წამოიწყო ადეიშვილის მითითებით და ეს დამატებითი ბერკეტი იყო დამფუძნებლებისთვის წილების დასათმობად“.

დაკითხვის დროს ოქრუაშვილმა ვერ გაიხსენა თუ როგორ და რა ფორმით  მოხდა თანხის გადახდა აქიმიძისა და დვალისათვის. 

წყარო: primetime