ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე საქართველომ პირველ დღეს ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე საქართველომ პირველ დღეს ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა

A+ A-

20:20 21/07/2019

დღეს, ბაქოში, სტარტი აიღო ევროპის რიგით მეთხუთმეტე ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა სადაც 49 ქვეყნის 3600-მდე სპორტსმენს შორის არიან საქართველოს წარმომადგენლები. 

შეჯიბრების პირველ დღეს ასპარეზობაში ოთხი ქართველი მოჭიდავე ჩაერთო.

საქართველოს ნაკრები საკუთარ ძალებს მოსინჯავს მძლეოსნობაში, ცურვაში, ველოსპორტში, ჩოგბურთში, ძიუდოში და თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

21 ივლისს, ოლიმპიური ფესტივალის პირველ დღეს მედლებისთვის იბრძოდნენ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები 45 და 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში. პრიზიორთა შორის არიან ქართველი ფალავნებიც.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) ჯგუფურ ეტაპზე პოლონელი ფაბიან ნიედზვიედკი და იტალიელი პაოლო ლუმია დაამარცხა, ნახევარფინალში რუსი ელდარ ასაკაევი, ფინალში კი მასპინძელ მურად ჰაგვერდიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა.

იგივე შედეგია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც, სადაც რომეო ბერიძემ (55 კგ) პირველი შეხვედრა გამოტოვა, შემდეგ ფრანგ იანის ნიფრის შეხვდა და მოუგო, ასევე მოუგო აზერბაიჯანელ ნიჰატ მამადლის, ნახევარფინალში თურქ ბეკირ ატეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელარუს გლებ მაკარანკასთან დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა.