დღეს გაირკვევა, ვინ გახდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი
დღეს გაირკვევა, ვინ გახდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

A+ A-

13:33 22/07/2019

დღეს გაირკვევა, თუ ვინ გახდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. კონსერვატიული პარტიის წევრებმა ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის არჩევანი 17:00 საათამდე უნდა გააკეთონ. ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე ამ ორი კანდიდატიდან ერთი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს და საქმიანობას 24 ივლისიდან შეუდგება.

ჯონსონის პოზიციაა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს, ჰანტი კი ამბობს, რომ მზადაა ოფიციალურ ბრიუსელთან მოლაპარაკება განაგრძოს და თუ საჭირო გახდება ახალ შეთანხმებას მიაღწიოს.

Brexit-ის მოწინააღმდეგეებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ბორის ჯონსონის პრემიერობა არ სურთ. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი ბორის ჯონსონი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდება. 

რას ნიშნავს „რბილი ბრექსიტი“, რაზეც ბრიტანეთის მთავრობა შეთანხმდა. ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.