ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და მხარს ვუჭერ მის მისწრაფებებს "ნატო"-ში - ალექსანდრ ვერშბოუ
ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და მხარს ვუჭერ მის მისწრაფებებს "ნატო"-ში - ალექსანდრ ვერშბოუ

A+ A-

10:25 23/07/2019

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ უარყოფს დიპლომატიურ წრეებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს ელჩად დანიშვნის შესახებ.  გავრცელებულ ინფორმაციას ვერშბოუ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და მხარს ვუჭერ მის მისწრაფებებს ნატო-ში, მაგრამ მე არ ვარ არჩეული შეერთებული შტატების ელჩად“, - წერს ვერშბოუ.

შეგახსენებთ, გუშინ დიპლომატიური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება დანიშნოს საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ამით დასრულდება მეტისმეტად გახანრძლივებული უცნაური ვითარება, როდესაც პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთ-ერთ უმთავრეს პარნტიორ ქვეყანაში ვაშინგტონს არ ჰყავდა სრულუფლებიანი წარმომადგენელი.

„2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით  საქართველოში  ამერიკის სრულუფლებიან ელჩად NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე  ალექსანდრ ვერშბოუ  ინიშნება. 

სააგენტოს ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება  ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს რეკომენდაციით მოხდა.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ გადაწყვეტილებას ორმაგი დატირთვა აქვს და ტრამპის ადმინისტრაციის ორ მოტივს ამჟღავნებს.  ორივეს უშუალო კავშირი აქვს გეოპოლიტიკასთან.