ავღანეთში ომს ერთ კვირაში მოვიგებდი - ტრამპი
ავღანეთში ომს ერთ კვირაში მოვიგებდი - ტრამპი

A+ A-

11:41 23/07/2019

მე რომ ავღანეთში ომი და მისი მოგება მდომებოდა, ამ ომს ერთ კვირაში მოვიგებდი. მე უბრალოდ არ მინდა 10 მილიონი ადამიანის მოკვლა- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთან შეხვედრისას განაცხადა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ავღანეთი მთლიანად განადგურდებოდა. „მე მქონდა ავღანეთთან დაკავშირებული გეგმები, რომ თუ მე ამ ომის მოგებას მოვისურვებდი, ავღანეთი დედამიწის პირიდან წაიშლებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ მან ამ გზით წასვლა არ არჩია.

„ჩვენ ახლა პოლიციელები ვართ და არ უნდა ვიყოთ პოლიციელები. ჩვენ ავღანეთში 19 წელია, ვართ. ეს სასაცილოა.

ვფიქრობ, პაკისტანი გვეხმარება ჩვენ, რადგან ჩვენ არ გვინდა, დავრჩეთ პოლიციელებად“, – განაცხადა ტრამპმა.