რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი დაინიშნენ
რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი დაინიშნენ

A+ A-

14:26 23/07/2019

ჰოლივუდის ცნობილი წყვილი, ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა დაინიშნენ - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა US Weekly ავრცელებს.

წყვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაციები აქამდეც ვრცელდებოდა. პირველად ამის შესახებ მედიებში მაისში დაიწერა, მას შემდეგ რაც რუნი მარა პაპარაცებმა აეროპორტში ხელზე ნიშნობის ბეჭდით დააფიქსირეს.

ჯერჯერობით არც ხოაკინ ფენიქსს და არც რუნი მარას ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

34 წლის რუნი მარა და 44 წლის ხოაკინ ფენიქსი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. მათი, როგორც წყვილის დებიუტი პირველად 70-ე კანის კინოფესტივალზე შედგა. მსახიობების თქმით, თავდაპირველად ერთმანეთი Mary Magdalene-ს გადასაღებ მოედანზე მოეწონათ.