ტერეზა მეი ბორის ჯონსონს გამარჯვებას ულოცავს
ტერეზა მეი ბორის ჯონსონს გამარჯვებას ულოცავს

A+ A-

15:28 23/07/2019

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბორის ჯონსონს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად არჩევას ულოცავს.

„ვულოცავ ბორის ჯონსონს კონსერვატორების ლიდერად არჩევას - ახლა ჩვენ გვჭირდება ერთობლივი მუშაობა იმისათვის, რომ “ბრექსითი” შევასრულოთ და ჯერემი კორბინს მთავრობაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ. თქვენ ჩემი სრული მხარდაჭერა გექნებათ,“ - წერს ტერეზა მეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდება. მას ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა ხმა, ხოლო მის კონკურენტს, ჯერემი ჰანთს- 46,656.