გახარია არის ტოქსიკური ტვირთი “ ოცნებისთვის“ და სახელმწიფოსთვის - გიგი უგულავა
გახარია არის ტოქსიკური ტვირთი “ ოცნებისთვის“ და სახელმწიფოსთვის - გიგი უგულავა

A+ A-

16:19 23/07/2019

„გახარია არის ტოქსიკური ტვირთი „ქართული ოცნებისთვის“ და სახელმწიფოსთვის.

რაც უფრო დიდი ხანი გაწელავს ივანიშვილი და არ გადააყენებს მას, ეს გაწელილი ზამბარა მით უფრო მტკივნეულად დაუბრუნდება მას პირადად და „ქართულ ოცნებას“ მოხვდება ცხვირში. გახარია განწირულია და მისი არგადადგომა შეუძლებელია”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ვისაც კიდევ ეჭვი ეპარებოდა ამაში, გუშინ გავრცელებული კადრები, სადაც პირდაპირ ჩანს, 16-17 წლის გოგოებს გამეტებით როგორ ესვრიან სახეში რეზინის ტყვიებს, კიდევ დამატებითი არგუმენტი უნდა იყოს, რატომ უნდა წავიდეს გახარია და რატომ არის აუცილებელი ამ საქმის სრულფასოვანი და სწორი გამოძიება. სანამ გახარია თანამდებობაზე იქნება, სანამ ივანიშვილი მართავს პროკურტურასა და მართლმსაჯულების სისტემას, ჩვენ სიმართლეს ვერ გავიგებთ“, - განაცხადა უგულავამ.