საინტერესო საყურებელი იქნება, როგორ გაასამართლებენ ეს მოსამართლეები "ქართული ოცნების“ წევრებს - დავით ჭიჭინაძე
საინტერესო საყურებელი იქნება, როგორ გაასამართლებენ ეს მოსამართლეები "ქართული ოცნების“ წევრებს - დავით ჭიჭინაძე

A+ A-

16:36 23/07/2019

პარტია “ტრიბუნას“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის წილების გაყოფას ეხმაურება და აცხადებს, რომ წილებს არ უნდა ფლობდნენ მინისტრები, რადგან წილები ბებიების და ბაბუებისგან ნამდვილად არ დარჩენიათ.

"რუსთავი 2“ საკმაოდ პატივსაცემი ტელევიზიაა, რასაც მე ვერ ვიტყვი ე.წ. მეპატრონეებზე. რამდენი ათეული წელია ამ წილების გადანაწილებებს ვისმენთ? ზოგადად კი, სახელმწიფო მოხელეები, მინისტრები, არ უნდა ფლობდნენ წილებს, მითუმეტეს, რომ მათ ეს წილები ბებიების და ბაბუებისგან ნამდვილად არ დარჩენიათ", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, შსს-ს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დასკავშირებითაც ისაუბრა. ჭიჭინაძის აზრით, გახარიას გადადგომით არაფერი შეიცვლება.

"ადამიანი, რომელიც ჩადის კრიმინალს, იმის გადადგომა კი არა, მისი დაჭერა და პასუხისმგებაში მიცემაა აუცილებელი. თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ეს გამორიცხულია. მითუმეტეს, რომ "ქართული ოცნება“ მაინც კულუარულად იმართება და არა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ.

ამიტომ არ ვთვლი, რომ დღეს გახარიას გადადგომით რამე შეიცვლება. თუმცა, მასთან მიმართებაში ნამდვილად ბევრი კითხვა იქნება სამომავლოდ. ისე, ზოგადად ამ "ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოებასთან ურთიერთობის მორალური ზღვარს დიდი ხანია გადააბიჯა", - აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, "ქართული ცნება“ პრაქტიკულად "ნაციონალური მოძრაობის“ გზას ადგას - ძალაუფლებას ეპოტინება, კრიმინალურ გადაწყვეტილებებს იღებს და ვფიქრობ, ცუდად დაამთავრებს.

ამიტომ იქნება საინტერესო საყურებელი, დაახლოებით სამი წლის შემდეგ, ამ "ქართული ოცნების“ მიერ დღეს ასე თავგამოდებით გაყვანილი მოსამართლეები, როგორ მიუსჯიან "ოცნების“ წევრებს იმას, რასაც იმსახურებენ“, - განაცხადა პარტია “ტრიბუნას“ დამფუძნებელმა.

ჭიჭინაძე IRI -ის ბოლო კვლევებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ამ კვლევებს არ ენდობა. ამას იმით ხსნის, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევბები, IRI -ის კვლევებს არ ემთხვევა. "თბილისის მაშტაბით 3000 კაციანი გამოკითხვა ჩავატარე და IRI -ის ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, ბევრ საკითხში საკმაოდ სეროზული ცდომილებებია.

ამიტომ, სხვის გამოკითხვებს არასოდეს ვენდობი, მითუმეტეს რომ ცხოვრებაზე სხვისი თვალებით ყურებას სარგებელი არასოდეს მოუტანია. ჩვენი გამოკითხვებში კი, პირველ რიგში იმ პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული, რაც ხალხს აწუხებს და არა პარტიული რეიტინგებზე“, - განაცხადა ჭიჭნაძემ.