ბესელიას მიმართ განხორციელებული შეტევა, “რუსთავი 2“-ის საკითხის გადასაფარად არის გამიზნული - გოცირიძე
ბესელიას მიმართ განხორციელებული შეტევა, “რუსთავი 2“-ის საკითხის გადასაფარად არის გამიზნული - გოცირიძე

A+ A-

16:52 23/07/2019
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას მიმართ განხორციელებული შეტევა, „რუსთავი 2“-ის საკითხის გადასაფარად არის გამიზნული.
 
დეპუტატი აქვე დასძენს, „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხის წამოწევა მათ იმიჯს ანგრევს. „ქართულ ოცნებაში“ არის ასეთი პრინციპი - მოიპარე, იქურდე, ოღონდ იყავი ჩვენიანი. თუ ხარ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მომხრე, მაშინ ყველაფერი გეპატიება, ყველაფერი შეგრჩება, ქონებებსაც გადმოგიფორმებენ, ტენდერშიც მოიგებ, მაგრამ საკმარისია ჩამოცილდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ადამიანის მიმართ იწყება ობიექტური თუ არაობიექტური ცილისწამებები და ბრალდებები. ეს არის მათი ჩვეული მეთოდი. ახლა ვინც დატოვებს „ქართულ ოცნებას“, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნებიდან“ ბევრი ადამიანი გავა, ისინიც ერთ მშვენიერ დღეს გახდებიან საძაგლები და საშინელი ადამიანები“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
 
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც მან განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, ეკა ბესელიას ერთ-ერთმა კოლეგამ კორუფციასთან კავშირზე კითხვები დაუსვა. თუმცა, ვინ დაუსვა კითხვები, ვანო ზარდიაშვილი ვინაობას არ ასახელებს.
 
კითხვაზე, თუ ეკა ბესელია კორუმპირებულია, რატომ არ მიმდინარეობს მის წინააღმდეგ გამოძიება, დეპუტატი პასუხობს:„ამის დრო მალე დადგება“.