ჩემ თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ - შალვა თადუმაძე
ჩემ თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ - შალვა თადუმაძე

A+ A-

16:56 23/07/2019

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საკუთარ თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს.

მისი თქმით, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის გადაწყვეტილება მის სურვილებს დაემთხვევა, ის სასამართლოს თავმჯდომარე გახდება.

"ვთვლი, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი თავი განვიხილო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, თუ ბუნებრივია, საბჭოს და პარლამენტის გადაწყვეტილება ჩემს სურვილებს და აზრებს დაემთხვევა,“ - განაცხადა თადუმაძემ.