უზენაესი სასამართლო ჯალათების სასამართლო გახდება - გოცირიძე
უზენაესი სასამართლო ჯალათების სასამართლო  გახდება - გოცირიძე

A+ A-

17:04 23/07/2019

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ის სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან შევა პარლამენტში, იქნება გაცილებით უარესი, ვიდრე ის სკანდალური სია, რომელიც წინა წლის დეკემბერში შევიდა საკანონმდებლო ორგანოში.

დეპუტატი დასძენს, რომ ახალი სია ბიძინა ივანიშვილის მოსამსახურეებით იქნება დაკომპლექტებული.

„როდესაც პროკურორს, ასევე მის მოადგილეს მოსამართლეობის პრეტენზია აქვს, უზენაესი სასამართლო გახდება ჯალათების სასამართლო და არა პროფესიონალების ორგანიზაცია. კეთილი ინებოს და შეწყვიტოს უმაღლესმა საბჭომ ივანიშვილის ბოროტი დავალებების შესრულება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.