რუსულმა ავიაციამ სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსულმა ავიაციამ სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე დაარღვია

A+ A-

18:10 23/07/2019

სამხრეთ კორეა და რუსეთი შეიარაღებული დაპირისპირების პირას აღმოჩნდნენ. რუსულმა ავიაციამ სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც სეულის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. ინციდენტი კუნძული ტოკტოსთავზე მოხდა.

სეულში აცხადებენ, რომ სამი რუსული ბომბდამშენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ზედიზედ ორჯერ შეიჭრა. ამას გარდა, საჰაერო სივრცე ორმა ჩინურმა მოიერიშემაცდაარღვია. გამოცხადდა განგაში. საჰაერო სივრცეში კორეამ F 15 და F 16 ტიპის მოიერიშეები გაგზანა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ავიაციამ 360 გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა და რუსულ ბომბდამშენებს უკან დაახევინა. სეულმა მოსკოვს ოფიციალური პროტესტიო გამოუცხადა, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპასუხა.

მოსკოვში სამხრეთ კოერის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ გამაფრთხილებელი გასროლა კორეელებს არ განუხორციელებიათ.