საბრალო ბიძინა ივანიშვილი... - ეკა ბესელია
საბრალო ბიძინა ივანიშვილი... - ეკა ბესელია

A+ A-

18:24 23/07/2019
“ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დეპუტატმა ეკა ბესელიას ვირთხა უწოდა.
 
ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს აღნიშნული განცხადების გამო ლაჩარი და არარაობა უწოდა.
 
“საბრალო ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება ზარდიაშვილისნაირი სპიკერები და ის, რომ დღეს ზარდიაშვილი, რომელიც კაკო ბობოხიძემ ყველაზე უკეთ დაახასიათა პლენარულ სხდომაზე და მას მე პირველად დავეთანხმე აბსოლუტურად, რა როლის შემსრულებელი იყო ის ადეიშვილის კარზე და რისი მატარებელი გახლდათ ეს არარაობაა, ეს უთხრა პირდაპირ ბობოხიძემ და ხმა ვერ ამოიღო ამ მხდალმა, ამ ლაჩარმა ადამიანმა. გაფრთხილებას ვაკეთებ ახლა ძალიან მკაფიოდ.
 
ამ არარაობას ახლა, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფრად არ ვთლი, ამას რომ არ ვაპატიებ, ეს თავისთავად ცხადია. მის მიერ პარლამენტის დატოვების საკითხს დავაყენებ ეთიკის საბჭოში, რომ მას დაატოვებინონ საერთოდ პარლამენტის მანდატი, რომელიც მოიპოვა ჩინჩალაძის წყალობით და მისი შუამავლობით ჩაასმევინა „ქართულ ოცნებას“ თავი.
 
ამას აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს და მასაც მოვთხოვ პასუხს, რა თქმა უნდა, ისე, რომ მასთან არავითარ პოლემიკაში არ შევალ, იმიტომ, რომ აი, ამაზე უფრო დაბლა ადამიანი ფსკერი არ არსებობს და მინდა ივანიშვილი გავაფრთხილო, თუ ასეთ არარაობებს კვლავ გამოიყვანს სპიკერად აი, ასეთი სიბინძურეების სალაპარაკოდ, ძალიან მკაცრი იქნება და ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება ჩემი პასუხები. აი, აქ დავსვამ მე ახლა წერტილს და მემგონი, გასაგებად ვლაპარაკობ,“- განაცხადა ბესელიამ.
 
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუატმა ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას ვირთხა უწოდა და განაცხადა, რომ დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი პარტიის სხდომებიდან ინფორმაციას ნოდარ მელაძეს აწვდიდა.