გაგიკვირდებათ და კიევში ვგაზავ, ყველა დამფუძნებელი იქაა შეკრებილი - გვარამია
გაგიკვირდებათ და კიევში ვგაზავ, ყველა დამფუძნებელი იქაა შეკრებილი - გვარამია

A+ A-

20:33 23/07/2019

„რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კიევში დეპუტატ კობა ნაყოფიასთან ერთად გაფრინდა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში გვარამიას და ნაყოფიას აეროპორტში გადაღებული ფოტო გავრცელდა. „კიევში გაზავს“, -  წერენ სოციალურ ქსელში. 

ნიკა გვარამია არ უარყოფს, რომ კიევში მიემგზავრება: 

„გაგიკვირდებათ და ვგაზავ. ყველა დამფუძნებელი იქაა შეკრებილი და ანგარიშის ჩასაბარებლად და მომავალი სტრატეგიის დასაგეგმად მივდივარ.

მიშას ვნახავ თუ არა, ეს თუ გაინტერესებთ, კიევში თუა, ვნახავ, თუ არაა - ვერ ვნახავ.

ისე აწი კიდე ბევრგან დავგაზავ, და ბევრ ვინმეს შევხვდები. აბა რა გგონიათ, მოვკვდი და ჩავყევი „რუსთავი 2“-ს  საფლავში, თუ უკეთესს ვერ მოვიფიქრებ რამეს. ვაი, თქვენ პატრონს, ვინც ასე ფიქრობთ“, წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.