„საბურთალო“ ზაგრების „დინამოსთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა
„საბურთალო“ ზაგრების „დინამოსთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა

A+ A-

23:25 23/07/2019

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ”საბურთალოსა” და ზაგერების ”დინამოს”შორის შეხვედრა, სტუმართა გამარჯვებით 0:2 დაარულდა.

ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის შეხვედრაში გოლები მატჩის მეორე ნახევარში გავიდა.

განმეორებით თამაში ხორვატიაში ერთ კვირაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ვინაიდან უეფამ ზაგრების ”დინამოს” ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

შეგახსენებთ, რომ თუ „საბურთალომ“ ეს ბარიერი გადალახა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ „ვალეტასა“ და უნგრულ „ფერენცვაროშს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო თუ დამარცხდა, „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციოზე გადაინაცვლებს, სადაც სომხურ „არარატ-არმენიასა“ და გიბრალტარის „ლინკოლნს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.