ავიაგამანადგურებელი “მიგ 29“ კასპიის ზღვაში ჩავარდა
ავიაგამანადგურებელი “მიგ 29“ კასპიის ზღვაში ჩავარდა

A+ A-

11:22 25/07/2019

აზერბაიჯანულის კუთვნილმა „მიგ-29“-მ კატასტროფა განიცადა, ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავიაგამანადგურებელი „მიგ 29“ სასწავლო ფრენის დროს რადარებიდან მოულოდნელად გაქრა.

„წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და კასპიის ზღვაში ჩავარდა“, - აცხადებენ სამხედრო უწყებაში.

მიმდინარეობს მფრინავის ძებნის და გადარჩენის გადაუდებელი ზომები.