“თიბისი ბანკის“-ის აქციები ვარდნას განაგრძობს
“თიბისი ბანკის“-ის აქციები ვარდნას განაგრძობს

A+ A-

17:10 26/07/2019

„თიბისი ბანკის“-ის აქციები ვარდნას განაგრძობს. 3 დღეში 1 აქციის ღირებულება 19%-ით £15.04-დან £12.18-მდე შემცირდა.

ბანკის ჯამური კაპიტალიზაცია 24 ივილისიდან დღემდე £154 მლნ-ით £674 მლნ-მდე შემცირდა.

დოლარებში ეს თანხა $192 მლნ-ს უდრის, ხოლო ლარებში 562 მლნ-ს. აქციების რეკორდული ვარდნა დამფუძნებლისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯომარის, მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წაყენებამ გამოიწვია.

ბრალი წარედგინა ასევე ხაზარაძის მოადგილესა და თანადამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს. მიმდინარე წელს „თიბისისთვის“ ეს პირველი ვარდნა არაა. აქციების ფასი შემცირდა მაშინაც როდესაც ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიების მიმდინარეობა პროკურატურამ საჯაროდ დაადასტურა და მაშინაც, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ისინი სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოაცილა.

პროკურატურა 2007-2008 წლების $17 მლნ-იან ტრანზაქციის საქმეს იძიებს. ხაზარაძე ბრალდებას უარყოფს და ყველაფერს ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირებს. 26 ივლისს სასამართლოში შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის დირექტორთა საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა.