პაკისტანში „ექსტრემისტების“ თავდასხმებისას 10 ჯარისკაცი მოკლეს
პაკისტანში  „ექსტრემისტების“ თავდასხმებისას 10 ჯარისკაცი მოკლეს

A+ A-

12:11 28/07/2019

პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ექსტრემისტების თავდასხმების შედეგად სულ ცოტა, 10 ჯარისკაცი იქნა მოკლული.

ერთ-ერთი თავდასხმა მოეწყო ავღანეთის საზღვართან, როცა ექსტრემისტებმა საზღვრის მეორე მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს პატრულს ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში. დაიღუპა ექვსი პაკისტანელი ჯარისკაცი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს. მათ და სხვა ექსტრემისტულ ჯგუფებს დიდი ხანია, ძლიერი პოზიციები აქვთ ჩრდილოეთ ვაზირისტანში.

2017 წლის მარტში პაკისტანი შეუდგა ბარიერის აგებას ავღანეთთან 2600-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ, რათა ხელი შეუშალოს საზღვარზე ექსტრემისტების გადაადგილებას.

წელს პაკისტანელმა სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ აგებულია ბარიერის 900-კილომეტრიანი ნაწილი.