ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

A+ A-

14:15 28/07/2019

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ალექსეი ნავალნი ამჟამად თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. ტელეკომპანია „რენ ტივი“ ავრცელებს ცნობას, რომ ოპოზოციონერს „ძლიერი ალერგია“ აქვს.

შეგახსენებთ, სასამართლომ ნავალნი 30 დღით დააპატიმრა. მას მოსკოვის მერიასთან არასანქცირებული მიტინგის ანონსირება დასდეს ბრალად.