ოკუპირებული ცხინვალი იტალიას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართავს
ოკუპირებული ცხინვალი იტალიას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართავს

A+ A-

13:43 29/07/2019

 ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება იტალიის მთავრობას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ იტალიაში ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა, მაურო მურჯამ “რია ნოვოსტთან“ საუბარში განაცხადა.

„მიგვაჩნია, დადგა დრო, რომ იტალიამ არსებული ხელისუფლების სახელით აღიაროს სამხრეთ ოსეთი ავტონომიურ, გაეროში წარმოდგენილი ყველა ქვეყნის სწორ სახელმწიფოდ“, - განაცხადა მაურო მურჯამ.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რუსეთმა ე.წ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. რუსეთთან ერთად აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ.