თბილისში ცნობილი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი ჩამოდის

თბილისში ლეგენდარული კალათბურთელი, დირკ ნოვიცკი ჩამოდის. ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია ავრცელებს.
"3 აგვისტოს, 17:00 საათზე გელოდებით. სტუმარი ჩვენი აკადემიის მოთამაშეებს შეხვდება. გაიზიარე წარმატებული კალათბურთელის გამოცდილება, გამოიყენე შესაძლებლობა",- წერია განცხადებაში.