მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს
მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს

A+ A-

15:41 29/07/2019

ხვალ მთელ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთსა და დასავლეთში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში.  ხვალ დედაქალაქში ტემპერატურა მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია +35+40 გრადუსი, მთაში +33+38 გრადუსი, მაღალმთაში +25+30 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33+38 გრადუსი იქნება, მთაში - +29+34 გრადუსი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი, 7-12 მ/წმ-ში. ტემპერატურა ხვალ დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება.

31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, ზოგან, როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთში ქარის სიჩქარე 10-15 მ/წმ-ში იქნება. ამასთან, ზოგ ადგილას დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება ქარი 17-22 მ/წმ-მდე.

რაც შეეხება ტემპერატურას, 31 ივლისს და 1 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27+32 გრადუსი იქნება, მთაში +26+31 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალმთაში- +23+28 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში +32+37 გრადუსი, მთაში +28+33 გრადუსი, მაღალმთაში +20+25 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, 31 ივლისს +36 გრადუსი იქნება, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში, დღის მეორე ნახევარში დროგამოშვებით შესაძლოა ქარის სიჩქარე 17-22 მ/წმ-მდე გაიზარდოს. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 1-ელ აგვისტოსაც, ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება.