პარლამენტის ყველაზე “შატალისტი“ და “ბეჯითი“ დეპუტატები
პარლამენტის ყველაზე “შატალისტი“ და “ბეჯითი“ დეპუტატები

A+ A-

15:53 30/07/2019

2019 წლის საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას სულ 39 პლენარული სხდომა გაიმართა. პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ოფიციალური მონაცემებით საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 5 თებერვლიდან 28 ივნისის ჩათვლით იმართებოდა, 722 გაცდენა ფიქსირდება. სხდომები 150-დან 128 დეპუტატს აქვს გაცდენილი.

ძირითადად გაცდენები საპატიო მიზეზით იყო, ყველაზე მეტი საპატიო გაცდენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თეიმურაზ ჭკუასელს აქვს (28 საპატიო გაცდენა), ყველაზე მეტი არასაპატიო გაცდენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს რუსლან გაჯიევს (10 არასაპატიო გაცდენა).

ყველაზე მეტ გამცდენ დეპუტატებს შორის არიან: თეიმურაზ ჭკუასელი, დავით ბაქრაძე, ბერაია ირაკლი (დაჩი), გიორგი კანდელაკი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი წერეთელი, ხახუბია ირაკლი. თუმცა მათ არასაპატიო გაცდენებთან ერთად, ძირითადად საპატიო გაცდენები აქვთ.

ყველაზე მეტი არასაპატიო გაცდენები აქვთ: რუსლან გაჯიევს (10), მას მოჰყვებიან ივლიანე წულაია (8), ედიშერ თოლორაია (7), სამხარაძე დიმიტრი (7), ხახუბია ირაკლი (7), შოთა შალელაშვილი (6), ლერი ხაბელოვი (6), კახა ოქრიაშვილი (6), სულხან მახათაძე (5), კობა ნაყოფია (5).

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპატიო მიზეზად ითვლება - ავადმყოფობა, სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა, საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო სხდომის გაცდენა, ასევე ბოიკოტი.

რაც შეეხება სანქციებს - პარლამენტის წევრს მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილ ორზე მეტი პლენარული სხდომიდან თითოეულისთვის, აგრეთვე რიგგარეშე სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ყოველი პლენარული სხდომისთვის უკავდება ხელფასის 10%.

თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რომელიმე რეგისტრაციას, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში დაუკავდება ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა). 

ეს არის ოფიციალური მონაცემები გაცდენების შესახებ. თუმცა, პლენარული სხდომების მიმდინარეობისას პულტებით მანიპულაციის შემთხვევებიც ყოფილა - ანუ დეპუტატები სარეგისტრაციო ბარათს სხვის მაგივრად ატარებდნენ. ამ მხრივ ოპოზიციონერ დეპუტატებს უმრავლესობის წევრები უმხელიათ. მაგალითად, ერთ-ერთ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა სარეგისტრაციო ბარათი სხვის მაგივრად გაატარეს. რეგისტრაცია რამდენიმე დეპუტატმა ისე გაიარა, რომ სესიაზე არ ყოფილა. სარეგისტრაციო ბარათის სხვის მაგივრად გამოყენების გარდა, პარლამენტში ყოფილა შემთხვევები, როდესაც დეპუტატები ხმას სხვის მაგივრად აძლევენ. ეს მედიასაც არაერთხელ დაუფიქსირებია.

ამასთან დაკავშირებით, უკვე ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოზიციაც გამოთქვა და განაცხადა, იმისთვის, რომ მსგავსი პრაქტიკა სამომავლოდ აღიკვეთოს, დასახელდება იმ დეპუტატების სახელები, რომლებიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას სხვისი ბარათით გაივლიან.

აქვე, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში ერთ რეგისტრაციას მაინც გაივლის.

პლენარული სხდომის დაწყებისას სხდომათა დარბაზი თითქმის სავსეა. თუმცა, დღის ბოლოს უმეტეს შემთხვევაში, თუნდაც მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვისას მაგალითად 124 რეგისტრაცია გავლილ დეპუტატებიდან სხდომათა დარბაზს მხოლოდ 15 დეპუტატი შემორჩენია.

ოფიციალური მონაცემებით, 150 დეპუტატიდან 128 დეპუტატს აქვს გაცდენა, 22 დეპუტატს არა. ამ 22 დეპუტატიდან უმრავლესობას (თუმცა არიან გამონაკლისები) საზოგადოებისთვის აქტიურობით თავი არ დაუმახსოვრებია.

ოფიციალური მონაცემებით, 22 დეპუტატი,  რომლებსაც საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას არცერთი სხდომა არ გაუცდენიათ: ირაკლი აბუსერიძე; ლევან ბეჟანიძე; გიორგი გაჩეჩილაძე; ელგუჯა გოცირიძე; ლაშა დამენია; ალექსანდრე ერქვანია; მუხრან ვახტანგაძე; გიორგი თოთლაძე; ვლადიმერ კახაძე (დეპუტატია 27 ივნისიდან); ემზარ კვიციანი; ადა მარშანია; გოგი მეშველიანი; კობა ნაკაიძე; ილია ნაკაშიძე; სიმონ ნოზაძე; ერეკლე ტრიპოლსკი; მიხეილ ყაველაშვილი; მირიან წიკლაური; შოთა ხაბარელი; არჩილ ხაბაძე; თენგიზ ხუბულური; დიმიტრი ხუნდაძე;

პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სია:

აბესაძე ირაკლი - 8 საპატიო გაცდენა.

არველაძე რევაზი - 4 საპატიო გაცდენა.

ბაქრაძე დავითი - 16 საპატიო გაცდენა.

ბეგაძე გიორგი -  12 საპატიო გაცდენა.

ბენაშვილი გია - 4 არასაპატიო გაცდენა.

ბერაია ირაკლი - 1 არასაპატიო გაცდენა, 11 საპატიო გაცდენა.  

 ბერაია ირაკლი (დაჩი)  - 2 არასაპატიო გაცდენა, 13 საპატიო გაცდენა.

ბესელია ეკა - 3 საპატიო გაცდენა.

ბობოხიძე აკაკი - 3 საპატიო გაცდენა.

ბოკერია გიორგი - 2 საპატიო გაცდენა, 3 არასაპატიო გაცდენა.

თინათინ ბოკუჩავა - 10 არასაპატიო გაცდენა.

 ბოლქვაძე ანზორი - 2 არასაპატიო გაცდენა.

 ბუკია გიგა - 1 არასაპატიო გაცდენა, 3 საპატიო გაცდენა.

გაბუნია ზაზა - 1 არასაპატიო გაცდენა, 1 საპატიო გაცდენა.

გაჯიევი რუსლან - 10 არასაპატიო გაცდენა.

გეგიძე ბიძინა - 1 არასაპატიო.

გოგიჩაიშვილი ლევან - 4 საპატიო გაცდენა.

გოგორიშვილი ხათუნა - 1 არასაპატიო, 7 საპატიო გაცდენა.

 გოგუაძე ნინო - 1 არასაპატიო , 9  საპატიო გაცდენა.

გოცირიძე რომან - 7 საპატიო გაცდენა.

 გულორდავა გოგა - 4 საპატიო გაცდენა.

გუნავა თენგიზ - 2 არასაპატიო, 3 საპატიო გაცდენა.

 დანელია ოთარ - 3 არასაპატიო, 4 საპატიო გაცდენა.

დარზიევი მახირ - 2 არასაპატიო, 1 საპატიო გაცდენა.

დასენი ისკო - 1 არასაპატიო, 1 საპატიო გაცდენა.

 ენუქიძე გოჩა - 2 არასაპატიო, 2 საპატიო გაცდენა.

ვოლსკი გიორგი - 1 არასაპატიო, 2 საპატიო გაცდენა.

ზარდიაშვილი ვანო - 4 საპატიო გაცდენა.

 ზოიძე აკაკი - 7 საპატიო გაცდენა.

ზურაბიანი ცოტნე - 3 არასაპატიო, 6 საპატიო გაცდენა.

არჩილ თალაკვაძე - 4 საპატიო გაცდენა.

ედიშერ თოლორაია - 7 არასაპატიო გაცდენა.

ინაშვილი ირმა - 4 არასაპატიო გაცდენა.

იონათამიშვილი რატი - 2 საპატიო გაცდენა.

 კაკულია რომან - 3 საპატიო გაცდენა.

კანდელაკი გიორგი - 18 საპატიო გაცდენა.

 კაპანაძე სერგი - 3 არასაპატიო, 9 საპატიო გაცდენა.

კახიანი გიორგი -2 საპატიო გაცდენა.

კახიძე ოთარ - 4 არასაპატიო, 6 საპატიო გაცდენა.

კედელაშვილი ზაზა - 3 საპატიო გაცდენა.

კვაჭანტირაძე ზვიად- 3  არასაპატიო 3, 1 საპატიო გაცდენა.

კვიჟინაძე პაატა - 1 არასაპატიო, 3 საპატიო გაცდენა.

კიკნაველიძე შალვა - 2 არასაპატიო, 5 საპატიო გაცდენა.

კილაძე სოფო - 1 საპატიო გაცდენა.

კობალაძე კობა - 2 საპატიო გაცდენა.

კობახიძე ირაკლი - 4 საპატიო გაცდენა.

ლევან კობერიძე - 4 არასაპატიო, 1 საპატიო გაცდენა.

 კობიაშვილი ლევან - 3 არასაპატიო გაცდენა.

კოვზანაძე ირაკლი - 3 საპატიო გაცდენა.

 კარლო კოპალიანი - 2 საპატიო გაცდენა.

კოპაძე გიორგი - 4 საპატიო გაცდენა.

თეიმურაზ კოხრეიძე - 8 საპატიო გაცდენა.

 კუდბა სვეტლანა - 7 საპატიო გაცდენა.

 კახა კუჭავა - 1 არასაპატიო, 3 საპატიო გაცდენა.

 ლომია გიორგი - 1 არასაპატიო გაცდენა.

 კობა ლურსმანაშვილი - 2 საპატიო გაცდენა.

 დავით მათიკაშვილი - 1 საპატიო გაცდენა.

 იოსებ მაკრახიძე - 3 საპატიო გაცდენა.

 სამველ მანუკიანი - 3 არასაპატიო გაცდენა.

გენადი მარგველაშვილი - 1 საპატიო გაცდენა.

 გუგული მაღრაძე - 2 საპატიო გაცდენა.

ენძელა მაჭავარიანი - 6 საპატიო გაცდენა.

 გურამ მაჭარაშვილი - 1 არასაპატიო, 1 საპატიო გაცდენა.

სულხან მახათაძე - 5 არასაპატიო გაცდენა.

მამუკა მდინარაძე - 2 საპატიო გაცდენა.

ირაკლი მეზურნიშვილი - 1 არასაპატიო, 1 საპატიო გაცდენა.

 მელია ნიკანორ - 1 არასაპატიო, 5 საპატიო გაცდენა.

 სავალან მირზოევი -1 არასაპატიო, 3 საპატიო გაცდენა.

 გელა მიქაძე - 5 საპატიო გაცდენა.

 მიქელაძე გრიგოლ - 2 არასაპატიო გაცდენა.

 ენზელ მკოიანი - 1 არასაპატიო გაცდენა.

გიორგი მოსიძე - 3 საპატიო გაცდენა.

რომან მუჩიაშვილი - 1 საპატიო გაცდენა.  

დიმიტრი მხეიძე - 10  საპატიო გაცდენა.

 პაატა მხეიძე - 7 საპატიო გაცდენა.

 ირმა ნადირაშვილი - 1 არასაპატიო, 5 საპატიო გაცდენა.

 თამაზ ნავერიანი - 1 არასაპატიო გაცდენა.

კობა ნარჩემაშვილი - 1 არასაპატიო, 7 საპატიო გაცდენა.

 კობა ნაყოფია - 5 არასაპატიო, 10 საპატიო გაცდენა.

 ბექა ნაცვლიშვილი - 1 საპატიო გაცდენა.

 რამაზ ნიკოლაიშვილი - 16 საპატიო გაცდენა.

 ბექა ოდიშარია - 1 არასაპატიო, 3 საპატიო გაცდენა.

კახაბერ ოქრიაშვილი - 6 არასაპატიო, 2 საპატიო გაცდენა.

 ანრი ოხანაშვილი -1  საპატიო გაცდენა.

ზაზა პაპუაშვილი - 1 არასაპატიო, 4 საპატიო გაცდენა.

 რუსლან პოღოსიანი - 1 არასაპატიო გაცდენა.

 გია ჟორჟოლიანი -1 საპატიო გაცდენა.

 სერგო რატიანი - 3 საპატიო გაცდენა.

 სალომე სამადაშვილი - 5 საპატიო გაცდენა.

გელა სამხარაული - 6 საპატიო გაცდენა.

 სამხარაძე დიმიტრი - 7 არასაპატიო, 1 საპატიო გაცდენა.

ირაკლი სესიაშვილი - 1 არასაპატიო, 8 საპატიო გაცდენა.

დავით სონღულაშვილი - 1 არასაპატიო, 4 საპატიო გაცდენა.

აზერ სულეიმანოვი - 5 საპატიო გაცდენა.

გიორგი ტუღუში - 11 საპატიო გაცდენა.

 გედევან ფოფხაძე - 1 არასაპატიო გაცდენა.

 ირინე ფრუიძე - 6 საპატიო გაცდენა.

ალექსანდრე ქანთარია - 3 არასაპატიო გაცდენა.

 სოფიო ქაცარავა - 12 საპატიო გაცდენა.

ლელა ქებურია - 4 საპატიო გაცდენა.

 მერაბ ქვარაია - 1 არასაპატიო გაცდენა.

ზაქარია ქუცნაშვილი - 4 არასაპატიო, 7 საპატიო გაცდენა.

 გიორგი ღვინიაშვილი - 1 არასაპატიო, 11 საპატიო გაცდენა.

 შოთა შალელაშვილი - 6 არასაპატიო, 4 საპატიო გაცდენა.

ირაკლი შიოლაშვილი - 6 საპატიო გაცდენა.

 გოდერძი ჩანქსელიანი - 3 საპატიო გაცდენა.

მამუკა ჩიქოვანი - 4 საპატიო გაცდენა.

 ოთარ ჩრდილელი - 3 საპატიო გაცდენა.

 თამარ ჩუგოშვილი - 1 არასაპატიო, 5 საპატიო გაცდენა.

ნატო ჩხეიძე - 4 არასაპატიო , 1 საპატიო გაცდენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - 5 საპატიო გაცდენა.

ზვიად ძიძიგური - 1 არასაპატიო, 2 საპატიო გაცდენა.

გიორგი წერეთელი - 17 საპატიო გაცდენა.

 ნინო წილოსანი - 5 საპატიო გაცდენა.

ივლიანე წულაია - 8 არასაპატიო , 1 საპატიო გაცდენა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი - 3 საპატიო გაცდენა.

 გივი ჭიჭინაძე - 2 არასაპატიო, 3 საპატიო გაცდენა.

 დავით ჭიჭინაძე - 3 არასაპატიო გაცდენა.

 თემურ ჭკუასელი - 28  საპატიო გაცდენა.

 ლერი ხაბელოვი - 6 არასაპატიო, 1 საპატიო გაცდენა.

 ფატი ხალვაში - 10 საპატიო გაცდენა.

 გიორგი ხატიძე -1  საპატიო გაცდენა.

 ირაკლი ხახუბია - 7 არასაპატიო გაცდენა, 8 საპატიო გაცდენა.

 ელენე ხოშტარია -8 საპატიო გაცდენა.

 თამარ ხულორდავა - 1 არასაპატიო, 6 საპატიო გაცდენა.

 ზაზა ხუციშვილი - 1 არასაპატიო გაცდენა.

 ვიქტორ ჯაფარიძე - 8 საპატიო გაცდენა.

მარიამ ჯაში - 1 არასაპატიო გაცდენა.