ჭაში ჩავარდნილი კაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს
 ჭაში ჩავარდნილი კაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს

A+ A-

10:53 31/07/2019

ზუგდიდში კაცი, რომელიც ნაშალი მიწის ქვეშ მოჰყვა, გარდაცვლილი ამოიყვანეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ზუგდიდში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

ჭა ჩამოიქცა და ნაშალმა მიწამ ქვეშ ჭის მთხრელი მოიყოლა.

გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.