1აგვისტოს მეტროპოლიტენი მგზავრებს 00:00 საათამდე მოემსახურება
1აგვისტოს მეტროპოლიტენი მგზავრებს 00:00 საათამდე მოემსახურება

A+ A-

14:49 31/07/2019

თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს. 

უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ.