„თიბისიმ“ „სითი ბანკთან“ სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა
„თიბისიმ“ „სითი ბანკთან“ სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა

A+ A-

14:29 01/08/2019

„თიბისი ბანკმა სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

აღნიშნული ჩარჩოხელშეკრულება გამოყენებული იქნება საქართველოში ადგილობრივი იმპორტიორებისა და ექსპორტიორების სავაჭრო საქმიანობის დასაფინანსებლად.

„სითი ბანკთან“ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ჩვენი წარმატებული მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს ჩვენი კორპორატიული და სმი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების თვალსაზრისით“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.