2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

23:43 01/08/2019

ვერძი - არავის გაუმხილოთ პირადი განცდები, ახალი იდეები. განსაკუთრებით, მოშურნეებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

კურო - საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ მზრუნველობას ითხოვს. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით. გაანებივრეთ მოფერებით და გემრიელობებით. 

ტყუპი - სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად ჩამოწრეთ უქმეების იდეები. 

კირჩხიბი - სადაც უნდა იყოთ, ყველგან ჰარმონიული გარემო შექმენით. თავადაც მოგეწონებათ კომფორტში ყოფნა. იუმორით შეხედეთ მოვლენებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ლომი - მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, როცა თემა ფინანასური საკითხების და უძრავი ქონების საკითხებს მოგვარებას ეხება. დღეს ნუ გააფორმებთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს. 

ქალწული - ყური დაუგდეთ ბრძენი ადამიანების რჩევებს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მოიძიეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციები. 

სასწორი - იყავით ობიექტური და მაქსიმალურად მოერიდეთ საკამათო თემებს. გახსოვდეთ, რომ მეგობრები ყოველთვის ვერ დაგეხმარებიან. 

მორიელი - კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. დასვით კითხვები, რომლებიც გწუხებთ. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციები. 

მშვილდოსანი - იყავით მეტად დიპლომატიური. მშვიდად ესაუბრეთ გარშემო მყოფებს. საღამოს გვიანობამდე სამსხაურში ნუ გაჩერდებით. განსაკუთრებით, თუ შინ საყვარელი ადამიანი გელოდებათ. 

თხის რქა - იყავით მეტად მობილიზებული, კონცენტრირებული კონკრეტულ საკითხზე. მშვიდად და უცხო ადამიანების ჩარევის გარეშე მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. 

მერწყული - თუ საშუალება გაქვთ, რომ შინ დარჩეთ და დაისვნეოთ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სასურველია, დრო მეგობრის ან საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროთ. სხვა დღისთვის გადადეთ შორ მანძილზე მგზავრობა. 

თევზები  - მოიცილეთ ნეგატიური ფიქრები და პოზიტივზე გაამახვილეთ ყურადღება. ნუ გაართულებთ ურთიერთობას მეზობლებთან და ამით ნუ ჩაიშხამებთ დღეს.