კინოთეატრ „ამირანში“ თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება
კინოთეატრ „ამირანში“ თიბისი სტატუსის მხარდაჭერით  თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება

A+ A-

12:42 02/08/2019

3 აგვისტოდან კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება. 

„ამირანში“ ყოველი თვის დასაწყისი სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას დაეთმობა. თიბისი სტატუსისა და „ამირანის“ ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: სტენლი კუბრიკი, პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი და სხვა. 

3 აგვისტოს კინოკოლექცია კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონით გაიხსნება. ფილმის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ტარანტინოს შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე კინომცოდნე - თეო ხატიაშვილი ისაუბრებს. 

აფიშა: 

· 3 აგვისტო - „კრიმინალური საკითხავი“ 

· 4 აგვისტო - „ჯეკი ბრაუნი“ 

· 5 აგვისტო - „უსახელო ნაბიჭვრები“ 

· 6 აგვისტო-მოკალი ბილი (ნაწილი 1); მოკალი ბილი (ნაწილი 2) 

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება. 

ბილეთის ფასი 15 ლარია, ერთთვიანი აბონიმენტის კი - 50 ლარი. 

თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. 

ყოველი სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.