ზოგავ 16 ლარს, გიგროვდება 60 - დააგროვე კეთილდღეობა (ვიდეო)
ზოგავ 16 ლარს, გიგროვდება 60 - დააგროვე კეთილდღეობა (ვიდეო)

A+ A-

12:43 02/08/2019

საპენსიო სააგენტო კიდევ ერთ ვიდეო რგოლს აქვეყნებს. ახალ რგოლში საპენსიო დანაზოგის უპირატესობებზე არის ძირითადი აქცენტი - დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციაზე.

ვიდეო რგოლში ნათქვამია რომ ყველაზე დაცულ დანაზოგს 275 პროცენტიანი მომენტალური ამონაგები აქვს, რომელსაც ყოველწლიურად 10-11% სარგებელი ერიცხება.

ეს საპენსიო სააგენტოს რიგით მესამე ვიდეო რგოლია. საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან რვა თვის შემდეგ, სტატისტიკური მონაცემები ასეთია: დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისათვის 854 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული, ხოლო მობილიზებული თანხა 306 მილიონ ლარს აჭარბებს.