არც სახლი აქვს, არც მიწის ნაკვეთი, არც წილები და პარლამენტშიც მოპარული ტელეფონით დადის - რა წერია გიგა ბოკერიას ქონებრივ დეკლარაციაში?
არც სახლი აქვს, არც მიწის ნაკვეთი, არც წილები და პარლამენტშიც მოპარული ტელეფონით დადის - რა წერია გიგა ბოკერიას ქონებრივ დეკლარაციაში?

A+ A-

13:55 02/08/2019

"ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია იმ მაღალჩინოსანთა შორისაა, რომლის "შთამბეჭდავი" ქონებაც ოჯახის წევრებზეა გაფორმებული. მის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის სახელზე არ ფიქსირდება არანაირი ქონება, 2017 წელს 10 000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა "Toyota Camry"-ის გარდა.

ავტომანქანის გარდა, მის ანგარიშზე 2500 ლარია მობილიზებული. ეს არის მის სახელზე არსებული მთელი ქონება. შესაბამისად, გიგა ბოკერიას მფლობელობაში არც საცხოვრებელი ბინაა, არც მიწის ნაკვეთები და არც აგარაკები.

სამაგიეროდ, იმავე დეკლარაციაში ასახულია, რომ მისი მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი ფლობს ბინას, ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებს და აქციებს სხვადასხვა კომპანიებში. როგორც გიგა ბოკერიას დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც მან 2018 წლის 31 დეკემბერს შეავსო, მისი მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი ფლობს 2018 წელს, 80 000 დოლარად შეიძენილ 75კვ.მ საცხოვრებელი ბინას თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქ. 38-ში.

ასევე მის მფლობელობაში, მსუბუქ ავტომანქანა BMW 120, რომელიც მან 2008 წელს 29 000 ევროდ შეიძინა. მის მფლობელობაშია ორი ფერწერული ტილო, რომელთაგან ერთ - ერთი ირაკლი ფარჯიანის ნამუშევარი "ჩიტი", მას 2007 წელს საჩუქრად გადაეცა, ხოლო მეორე - ოლეგ ტიმჩენკოს ფერწერული ტილო 2007 წელს 1500 დოლარად შეუძენია. თამარ ჩერგოლეიშვილი ფლობს შპს ყოველკვირეული ანალიტიკური ჟურნალის "ტაბულას" 14%-ს, რომლის საწარმოო კაპიტალიც 150 000 ლარს შეადგენს და კომპანია შპს ლუმიერი საქართველოს 100%-ს, რომლის კაპიტალიც 80 298 ლარს შეადგენს და მისი შემოსავალი 95000 ლარია.

თამარ ჩერგოლეიშვილის წლიურმა გასავალმა 2018 წელს შეადგინა 55 019 ლარი, ხოლო გიგა ბოკერიას გასავალმა 2400 ლარი. თამარ ჩერგოლეიშვილს, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდებოდა 8 867.5 ლარი და 330 ევრო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, თამარ ჩერგოლეიშვილს იმ მომენტისთვის დანაზოგის სახით 18 000 დოლარი ქონდა. ჩერგოლეიშვილს, 2017 წელს სამოქალაქო განათლების ფონდის დირექტორობისას, 75 475 ლარი მიუღია ხელფასის სახით, ხოლო გიგა ბოკერიას საქართველოს პარლამენტის წევრობისას 62 373 ლარი.

აღსანიშნავია, რომ თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას, 13 წლის შვილი კესარია ბოკერია ფლობს, ლადო გუდიაშვილის და ნანა ზამბახიძის ფერწერულ ტილოებს, რომელიც მას 2006 წელს, მაშინ აჩუქეს, როდესად დაიბადა. კესარია ბოკერიას სწავლისთვის წლიური გადასახადი კი, დეკლარაციის მიხედვით, 5500 ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ქონებრივი მდგომარეობა 2018 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მცირედით განსხვავდება 2017 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციისგან.

ცნობისთვის, გიგა ბოკერია პარლამენთში მოპარული ტელეფონით დადის -  ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში  დაწერა და მეუღლე "ჩაუშვა".

"სხვადასხვა ფეხსაცმელს რომ იცმევს, არ მენაღვლება - თითქმის ერთნაირებს ვყიდულობ. იმდენი საზრუნავი აქვს მოსიარულე გენიოსს, ფეხსაცმელი რა მოსატანია.

რაღაცნაირად რომ ახერხებს და სულ ახალთახალ პიჯაკებს იდაყვებზე გლეჯს, მაგასაც არაუშავს - "ვლატკავ" და იაროს მასე.

მაგრამ აი, დიასახლისის ტელეფონს რომ დაავლებს ხოლმე ხელს და მიდის პარლამენტში, მაგ დროს ვიძაბები. დადის ახლა ნინო და ეძებს მოწყენილი თავის ტელეფონს.

P.S. სხვათა შორის, ერთხელ ბაპტისტი ეპისკოპოსის ვაჟის პალტოთი მოვიდა“, - წერდა გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.